დამატებითი ინფორმაცია

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ვისარგებლო თქვენი მომახურებით?
ჩვენ ვებ-საიტის მთავარ გვერდზე, შეგიძლიათ შეავსოთ ელექტრონული ფორმა, აირჩიოთ სასურველი მომსახურება, შეიყვანოთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა დეტალები; თქვენი მხრიდან მოთხოვნის გამოგზავნიდან 1 საათის ვადაში, ჩვენი თანამშრომელი დაგიკავშირდებათ ინფორმაციის დადასტურების მიზნით და მოგაწვდით ინფორმაციას შემდეგ ნაბიჯებზე ან უბრალოდ შეგიძლიათ დაგვირეკოთ მითითებულ ნომერზე.
ფასებს როგორ ანგარიშობთ?
ფასის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრა ხდება მომსახურების შერჩევის, შესასრულებელი საქმის, დაბინძურების ხარისხის შეფასებისა და ფართობის მიხედვით; დამატებით კი იმას გეტყვით რომ უკმაყოფილო ნამდვილად არ დარჩებით.
რა დროებში მუშაობთ?

ჩვენ ვმუშაობთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე, დღესასწაულებზეც კი; შეგიძლიათ მოგვმართოთ ნებისმიერ დროს და ჩვენ მოგემსახურებით.
რამდენი ხნით ადრე უნდა შეგიკვეთოთ რომელიმე კონკრეტული მომსახურება?
იქიდან გამომდინარე რომ ვმუშაობთ 24 საათი, თქვენს შეკვეთას მივიღებთ ნებისმიერ დროს, მთავარია რომ წინასწარ მინიმუმ 2 საათით ადრე დაგვიკავშირდეთ, თუმცა თუ გადაუდებელია, შესაძლოა შეკვეთის მიღებიდან ძალიან სწრაფად გესტუმროთ.
ავტომობილებსაც ემსახურებით?
დიახ, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების წმენდა-დასუფთავება, რაც მთავარია ადგილზე მისვლით.
კერძო სახლის დალაგება შეიძლება?
ჩვენ ვალაგებთ და ვასუფთავებთ ყველაფერს, თბილისის მასშტაბით და მის მიმდებარედ, მათ შორის ეზოებს, კომერციულ ფართებს, სათამაშო მოედნებს, საავადმყოფოებს, საჯარო დაწესებულებებს და ა.შ
რატომ უნდა აგირჩიოთ თქვენ და არა სხვა კომპანია?
ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და თუ ჩვენი შესრულებული საქმე არ მოგეწონებათ, თანხას იქით გადაგიხდით რომ დრო დაგვითმეთ, თუმცა ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და არ დავუშვებთ რომ მოხდეს.
შემიძლია ნაწილ-ნაწილ გადაგიხადოთ?

დიახ, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ეტაპობრივი გადახდის სისტემით. მაგალითად, თუ თქვენ ჩვენ უნდა გადაგვიხადოთ 300 ლარი გაწეული მომსახურებისთვის, გაძლევთ საშუალებას რომ სამჯერ ჩაგვირიცხოთ 100 ლარი , ერთკვირიანი შუალედებით.
მომსახურების მისაღებად ხელშეკრულებას ვაფორმებთ?
თუ მომსახურება გრძელვადიანია, ხელშეკრულება არის სავალდებულო, რათა მასში შევძლოთ ერთმანეთთან მიმართებაში არსებული ვალდებულებებისა და სხვა აუცილებელი დეტალების განსაზღვა,
ხოლო თუ მომსახურება ერთჯერადია, ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა დამოკიდებულია მომსახურების ტიპზე.
რატომ უნდა ვანდო სახლის დალაგება თქვენს მიერ გამოგზავნილ თანამშრომელს?
ჩვენ განსაკუთრებით ვზრუნავთ ჩვენს კლიენტებსა და მათ უსაფრთხოებაზე. ჩვენ ვათვიცნობიერებთ ჩვენზე დაკისრებულ პასუხიმგებლობას და სწორედ ამიტომაც, ჩვენს ნებისმიერ თანამშრომელს, სამსახურში აყვანამდე ვუტარებთ ტრენინგების, რათა შეძლოს ჩვენი სტანდარტების დაკმაყოფილება და ამის შემდეგ მას ვუტარებთ მომსახურების ხარისხის მუდმივ შემოწმებას; ჩვენს თანამშრომელს, სამსახურში აყვანამდე, ვავალდებულებთ წარმოადგინოს ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის ცნობა.
ნდობა ჩვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი კომპონენტია.
რამდენი ხანია რაც არსებობთ ამ სფეროში?
ჩვენი კომპანია შეიქმნა რამოდენიმე კომპანიის გაერთიანების შედეგად, რომლებიც ამ სფეროში, ცალ-ცალკე, განსხვავებული ვადებით მოღვაწეობდნენ, ყველაზე დიდი ვადით 8 წელი. ყველა ამ კომპანიას განხვავებული გამოცდილება, განსხვავებული ისტორია, შესაძლებლობები და პრინციპები ჰქონდა.
ჩვენმა მენეჯმენტმა შეძლო ისეთი გუნდისა და კომპანიის ჩამოყალიბება, რომელიც ახლა თქვენს წინაშეა და რომელსაც პრეტენზია აქვს ლიდერობაზე – ჩვენს სფეროში.
რა სახის მომსახურებებს გვთავაზობთ?
მომსახურების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-საიტზე, სადაც თითოეული მათგანი დეტალურად არის განმარტებული.
თქვენს მოსვლამდე, როგორ უნდა მოვემზადო?
სასურველია რომ სანამ ჩვენ გესტუმრებით, კონკრეტულად იცოდეთ თუ რა სახის დავალებას გვაძლევთ, მაგალითად: ზუსტად რა უნდა დავალაგოთ; სასურველია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; ჩვენი მხრიდან მომსახურების გაწევის შემდეგ, ჩვენს თანამშრომელს დოკუმენტზე ხელი უნდა მოუწეროთ, სადაც ეწერება რომ კმაყოფილი ხართ თუ არა შესრულებული სამუშაოთი.
როგორ უნდა გადაგიხადოთ თანხა?
მომსახურების სანაცვლოდ, თანხას ვიღებთ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, საბანკო გადარიცხვით ანუ ინტერნეტ ბანკის მეშვეობით ან სწრაფი გადახდის აპარატებით, კომპანიის ანგარიშზე.
მომსახურების შესასრულებლად, ყოველთვის ერთი და იგივე პიროვნება მოვა?
მაგალითად, თუ სარგებლობთ სახლის სისტემატიური დალაგებით, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი და იგივე პიროვნება გამოგიგზავნოთ, რომელსაც ბევრი ახსნის გარეშე უკვე ეცოდინება თუ რა გნებავთ.
თქვენი მომსახურებით სარგებლობისას, აუცილებლად ადგილზე უნდა ვიყო და ვესწრებოდე პროცესს?
მაგალითად, დალაგების მომსახურებით სარგებლობისას, თუ თქვენ გირჩევნიათ რომ სახლი მაშინ დალაგდეს, როდესაც სამსახურში იმყოფებით, შეგიძლიათ გასაღები დაუტოვოთ თქვენი ნდობით აღჭურვილ პირს ან ჩვენთან გააფორმოთ ხელშეკრულება და ჩავიბარებთ გასაღებს.
თუ არ ვარ კმაყოფილი თქვენი მომსახურებით?
თუ მომსახურების შემდეგ, არაუმეტეს 24 საათში შეგვატყობინებთ რომ
ჩვენი შესრულებული საქმით არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ ამ საქმეს თავიდან შევასრულებთ ან თანხას უკან დაგიბრუნებთ, თუ რა თქმა უნდა თქვენს მიერ დასახელებული მიზეზი რეალური იქნება.
როგორ მოვიქცე თუ თქვენთან მუშობას დაწყება მინდა ?
ვაკანსიები ვებ-საიტზე არის გამოქვეყნებული, სადაც თითოეული მათგანი დეტალურად არის განმარტებული, თუ რას გთავაზობთ და რა მოთხოვნა გვაქვს. მუშაობის დასაწყებად უნდა დაგვირეკოთ ჩვენს ნომერზე ან ელ. ფოსტაზე მოგვწეროთ თქვენს შესახებ მცირე ინფორმაცია.

კითხვა გაქვს?